ანალიტიკური სტატიების კონკურსი
ნავიგატორი
1262


ანალიტიკური სტატიების კონკურსი

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პროექტის ფარგლებში “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში”, იწვევს ახალგაზრდა ანალიტიკოსებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონს სტატიები და ანალიტიკური ბლოგები/ნაშრომები შემდეგ თემებზე:

 

-ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე;
-მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები;
-გენდერული სტერეოტიპები;
-ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები.

პროექტი „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელება“ ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.

 

პროექტი დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ამასთან, ანალიტიკური მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა იყოს მომზადებული და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა საინფორმაციო არხებზე.

კომპეტენტური კომისია 5 საუკეთესო საინფორმაციო მასალას გამოავლენს. კონკურსის ფარგლებში შერჩეული სტატიების ავტორები, ჰონორარის სახით, მიიღებენ 500 ლარს, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.

 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 12 ნოემბერი 2022 წელი.

 

დაინტერესებულმა პირებმა ბლოგი/ნაშრომი შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე უნდა გამოგზავნოს: wicge.org.11@gmail.com;

mariam.dzagnidze@gmail.com;

office@ginsc.net.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე, გამოგზავნოთ ფოტო სურათი.

 


 

წყარო: https://stipendia.ge/

26-10-2022

წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

17-07-2023

სტიპენდიები გერმანიაში

21-05-2019

სახელმწიფო პროგრამაზე ,,აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა!

19-12-2022

GITA-ს მხარდაჭერით მეტავერსში Girls in Web3 კონფერენცია გაიმართება

06-09-2019

წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულები $7 მილიარდით დააზარალა

06-09-2019

წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულები $7 მილიარდით დააზარალა

17-07-2023

სტიპენდიები გერმანიაში

21-05-2019

სახელმწიფო პროგრამაზე ,,აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა!

19-12-2022

GITA-ს მხარდაჭერით მეტავერსში Girls in Web3 კონფერენცია გაიმართება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ