EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსს აცხადებს
ნავიგატორი
1027


EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4Culture, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ ქალაქებში, რომლებსაც დედაქალაქის სტატუსი არ აქვთ, კულტურული სფეროს და სექტორთაშორისი ინოვაციური პროექტების მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, „EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ ფარგლებში შეუწყოს ხელი კულტურათაშორის თანამშრომლობასა და დიალოგს. 

კონკურსი ეძებს ორი ტიპის პროექტებს:

  • კულტურის სფეროს პროექტები, რომელთა ამოცანაა კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარება, ნამუშევრების შექმნა და წარდგენა, ადგილობრივი კულტურული ტრადიციების ხელშეწყობა და კულტურული გაცვლებისათვის საჭირო გარემოს შექმნა.
  • სექტორთაშორისი ინოვაციური პროექტები, რომელთა მიზანიცაა სხვადასხვა სექტორს შორის ბარიერების მოშლა და ლოკალური ეკოსისტემების განვითარება კულტურის, შემოქმედებითი, ტურიზმის და სხვა სექტორების გაერთიანების გზით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი ქვეყნების კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს. წინადადებების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან  კონსორციუმის სახით, რომელშიც ორიდან ხუთ პარტნიორამდე შეიძლება გაერთიანდეს. წამყვანი განმცხადებელი უნდა იყოს „EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ რომელიმე ქალაქიდან (სია იხილეთ ქვემოთ), თანაგანმცხადებლები კი ქსელის გარეთ არსებული ქალაქების წარმომადგენლებიც შეიძლება იყვნენ. 

კონკურსი მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც მაქსიმუმ 10 თვემდე გაგრძელდება და 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში განხორციელდება. 

თითოეული პროექტისთვის მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 25,000 ევროა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივლისი, 18:00 საათი (ცენტრალური ევროპის დროით). განაცხადის შესატანად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე და წარადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტები. სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა 5 ივნისს ჩატარდება (სარეგისტრაციო ბმული).  

EU4Culture-ის ქალაქების ქსელი“ პროექტ EU4Culture-ის ფარგლებში შექმნილი პლატფორმაა. მისი მიზანია, კულტურისა და შემოქმედებით სექტორში თანამშრომლობის ხელშეწყობა 14 შერჩეულ ქალაქში, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის დაფინანსება კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად. ეს ქალაქებია: ქუთაისი, ფოთი და ზუგდიდი საქართველოში, ხირდალანი, ლენქორანი და შაქი აზერბაიჯანში; კაჰული და ორჰეი მოლდოვის რესპუბლიკაში;  ჩარენცავანი, იჯევანი და სევანი სომხეთში; და ოდესა, რივნე და ვინიცა უკრაინაში.

პროექტს, EU4Culture, ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).

დამატებითი ინფორმაცია

რჩევები განაცხადის შესავსებად PDF

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu/

11-05-2023

წყარო: EU4Culture

21-07-2023

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

05-04-2019

გიორგი ქობულია: 2019 წელს საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას ვგეგმავთ

03-07-2019

თბილისის მერია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარს გამართავს

13-06-2019

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

13-06-2019

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

21-07-2023

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

05-04-2019

გიორგი ქობულია: 2019 წელს საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას ვგეგმავთ

03-07-2019

თბილისის მერია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარს გამართავს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ