შეხვედრა პროექტი „SAY YES“ „თქვი კი“.
ამ წუთებში რუსთავში, სკაუტების საერთაშორისო ცენტრში, დუალური განათლების შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან 70-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრება.
შეხვედრა პროექტი „SAY YES“ „თქვი კი“ – ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება “World Vision”-ის საქართველოსა და სომხეთის ოფისებთან თანამშრომლობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), ასოციაციის „ანიკა“, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი კომპანიების მონაწილეობით.