|
| 3250 |
|---|
სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა
| მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება.
2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.
აღნიშნული სქემა "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, რომელიც განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება განხორციელდება ბანკის მიერ.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საწარმოთა გამოკითხვაზე დაფუძნებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ჯერჯერობით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის იქმნება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი.
მათი თქმით, საკრედიტო საგარანტიო სქემა მნიშვნელოვნად შემცირებს არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული ფინანსებზე წვდომის პრობლემას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და დამატებითი ბიძგს მისცემს ეკონომიკის და დასაქმების ზრდას.
"საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გარანტია გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა - წარმოება, გადამუშავება, ექსპორტზე ორიენტირებულ საქონელი და მომსახურება( მათ შორის BPO), განათლება და სხვა. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის რეზიდენტი მეწარმე-სუბიექტი, რომლის ბრუნვა არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს.
აღსანიშნავია რომ, სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე, რომელთა მოცულობაც 50 000 ლარიდან 2 000 000 ლარამდე იქნება.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს", - აცხადებენ სააგენტოში. |

15-02-2019
წყარო: commersant.ge
|
24-05-2019 თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების შეხვედრა გაიმართა |
|---|
|
07-03-2019 საზღვრებს მიღმა eTweening-ით - ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია |
|
26-10-2022 ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის |
|
17-10-2019 რუსეთმა ერთ-ერთ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მისცა |