|
| 1888 |
|---|
თამბაქოს ექსპორტი საქართველოდან 77%-ით გაიზარდა
| იანვარ-თებერვალში საქართველოდან თამბაქოს ექსპორტი 77%-ით გაიზარდა. ასეთია სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემები. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების ექსპორტმა 17.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 10 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში ამ სასაქონლე ჯგუფის იმპორტი შედარებით მცირედით - 22.9%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების იმპორტმა 13.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2018 წლის ამავე პერიოდში კი 11 მლნ დოლარი იყო. |

21-03-2019
წყარო: bpn.ge
|
20-02-2019 2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება |
|---|
|
18-10-2019 როგორ მოვიპოვოთ ხე–ტყე კანონიერად? |
|
15-04-2019 გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები |
|
10-04-2019 ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა |