აშშ-მ ირანს 10 მილიარდის შემოსავალი დააკარგვინა
ნავიგატორი
2219

აშშ-მ ირანს 10 მილიარდის შემოსავალი დააკარგვინა

ამერიკის მხრიდან ირანზე დაწესებული სანქციების გამო თეირანი დღე-ღამეში 1,5 მლნ ბარელის ნავთობის ექსპორტს ვეღარ ახორციელებს. ამის შესახებ ირანის საკითხებში სპეცწარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ზომების შედეგად ირანმა 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა.

ამ დროისთვის ირანი 1,1 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს დღე-ღამეში, ზოგჯერ კი მილიონზე ნაკლებს, ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე იანვარში - განაცხადა ჰუკმა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ირანული ნავთობის ექსპორტი დამატებით 45%-ით უნდა შემცირდეს, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ გაიზარდოს.

„თქვენ მოისმინეთ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, რომ აუცილებელია მაქსიმალური ეკონომიკური წნეხი ირანზე. მას ამავდროულად არ სურს გამოიწვიოს შოკი სანავთობო ბაზრებზე. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა“ - განაცხადა ჰუკმა.

მისივე თქმით, 8 გამონაკლისი ქვეყანა, რომელთაც ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ირანული ნავთობის იმპორტის საშუალება მაისამდე მიეცათ, სასანქციო რეჟიმის დარღვევის გამო არ დაისჯება. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ აშშ ვერ შეძლებს ირანის ნავთობის ექსპორტის სრულად შეწყვეტას. „ჩვენ განვაგრძობთ დაბალანსების პოლიტიკას“ - დასძინა მან.

14-03-2019

წყარო: bpn

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

31-03-2019

ქობულეთში 500 მილიონი ლარის ევროპული ინვესტიცია განხორციელდება

26-03-2019

„როდესაც მოსახლეობას უჭირს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“

15-04-2019

Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ