2018 წელს საავტომობილო ზეთების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ირანია
ნავიგატორი
2708


2018 წელს საავტომობილო ზეთების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ირანია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2018 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,8 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (18,3 ათასი ტონა) შედარებით.

 

„ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 3,9 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,45 ათასი ტონა, რუსეთი - 3,4 ათასი ტონა, გერმანია - 1, 8 ათასი ტონა, უკრაინა - 1, 0 ათასი ტონა.

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქვეყნების მიხედვით ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებლები იყვნენ: რუსეთი - 3,9 ათასი ტონა, თურქეთი - 3,0 ათასი ტონა, ირანი - 2,5 ათასი ტონა, გერმანია - 2.0 ათასი ტონა.

 

საქართველოში დღესდღეობით რეგისტრირებულია მილიონ ორასოცდარვა ათასამდე სატრანსპორტო საშუალება, რომლის 46%-ი ეს არის ოც წელზე ზევით, 45% - 11-20 წლის, 5,4% - 7-10 წლის, 2,3% - 4-6 წლის, 1,3 % - 1-3 წლის.

 

იმპორტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ირანი, რომელიც არ ითვლება ზეთების ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნად, ჩვენთვის მთავარ მომწოდებლად იქცა და მან იმპორტის მხრივ გაუსწრო ზეთის მწარმოებელ ისეთ ტრადიციულ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია და თურქეთი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ირანული ზეთი არის დაბალი ფასის თავის ხარისხიდან გამომდინარე ( ხშირ შემთხვევაში მას არავითარი საერთო არ აქვს საავტომობილო ზეთებთან) და სწორედ ეს იყო განმსაზღვრელი იმისა, რომ ირანულ ზეთებზე მოხმარება გაიზარდა. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასურველია ქვეყანაში იზრდებოდეს მოხმარება მაღალი ხარისხისა და სტანდარტის პროდუქციაზე ვინაიდან ამ შემთხვევაში არის გარანტია იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ექსპლუატაციის ვადა გაცილებით მეტი იქნება, რაც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. უხარისხო პროდუქციის ქვეყანაში შემოსვლის კონტროლისთვის კი აუცილებელია, რომ დაწესდეს სავალდებულო მინიმალური ხარისხის სტანდარტი საავტომობილო ზეთებზე და მოხდეს ამ სტანდარტის შესრულების კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომ პერიოდში უხარისხო პროდუქციის მასშტაბები კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება“ – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის  განცხადებაში.

21-02-2019

წყარო: commersant.ge

14-03-2019

საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

15-02-2019

ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა

06-03-2019

იაპონური პრესა ტოკიოში დაგეგმილი გამოფენის "საქართველო - ღვინის სამშობლო" შესახებ ინტერვიუს აქვეყნებს

25-06-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

25-06-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

14-03-2019

საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

15-02-2019

ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა

06-03-2019

იაპონური პრესა ტოკიოში დაგეგმილი გამოფენის "საქართველო - ღვინის სამშობლო" შესახებ ინტერვიუს აქვეყნებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ