საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი იმართება. ბიზნესფორუმში 30 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი.
ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა აკიმასა იშიკავამ.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გააცნო.