გიორგი ქობულია: „ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"
ნავიგატორი
1839


გიორგი ქობულია: „ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"

„იმედი გვაქვს, ჰონგ კონგი გახდება ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი" – ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ხელმძღვანელობს. ჰონგ კონგის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში იმყოფებიან.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაცია ეცნობა იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

 

„ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მრავალი სექტორით, ბევრი კითხვა იყო ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის სექტორების მიმართულებით. მათ ძირითადად აინტერესებთ, თუ რით არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემო, რით ვჯობივართ ან რით გავუწევთ კონკურენციას სხვა ლოკაციებს მათი ბიზნესის გასავითარებლად. ამ კითხვებზე ჩვენგან მიიღეს საკმაოდ დეტალური პასუხები, გამოხატეს კმაყოფილება და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს. იმედი გვაქვს, რომ ჰონგ კონგი გახდება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი მომავალში" - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაცია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით გაიმართა ბიზნესფორუმი Investment Opportunities in Georgia, სადაც ჩატარდა მნიშვნელოვანი პრეზენტაციები საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამების, ასევე სააგენტოს საქმიანობის შესახებ.


ვიზიტის ფარგლებში ჰონგ-კონგის დელეგაცია ეწვევა სხვადასხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს თბილისსა და ფოთში და შეხვდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კორპორაციის წარმომადგენლებს.

19-03-2019

წყარო: commersant.ge

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

01-05-2019

2018-19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. შედეგები

06-09-2019

„აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს

08-08-2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

08-08-2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

01-05-2019

2018-19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. შედეგები

06-09-2019

„აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ