|
| 1787 |
|---|
გაცნობებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს გუნდი მზადებას იწყებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით
| გაცნობებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს გუნდი მზადებას იწყებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ღონისძიება თავისი მასშტაბიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე დროდადრო უფრო მეტ მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენს. შესაბამისად, გაორმაგებულია მოთხოვნა გამოფენაში მონაწილეობით დაინტერესებული ქვეყნებისა და კომპანიების მხრიდან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის და არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, საქართველოსთვის, ქართული პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე ცნობადობის ზრდისა და პოპულარიზაციისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება.
ჩინური მხარის განცხადებით ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის უპრეცედენტო შესაძლებლობა მონაწილე კომპანიებისთვის მოახდინონ თავიანთი საქონლისა და მომსახურების გაყიდვა, რამდენადაც ჩინეთი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს 10 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების იმპორტს.
საქართველო დიდი დელეგაციით, დაახლოებით 60 კომპანიით აპირებს მანაწილეობის მიღებას რიგით მეორე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან გათვალისწინებული იქნება წინა წლის გამოცდილება, ასევე მონაწილე კომპანიების რეკომენდაციები და წინადადებები.
კომპანიების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება პირებს, რომლებიც მზად არიან დააკმაყოფილონ ჩინური ბაზრის მოთხოვნები პროდუქციის ხარისხის, რაოდენობის და სერთიფიცირების გათვალისწინებით. ასევე, შესწევთ უნარი უზრუნველყონ საქონლის სისტემატური და დროული მიწოდება. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპანიები შეირჩევიან first come first serve პრინციპით.
ღონისძიებაში მონაწილებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 25 მარტამდე გამოაგზავნოთ შევსებული აპლიკაციის ფორმა* შემდეგ მისამართზე: export@enterprise.gov.ge, შევსებულ აპლიკაციას აუცილებლად უნდა ქონდეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობის საფასურუბი და შესაბამისი პირობები:
2500 $ სივრცის ქირაობა სტენდის მშენებლობა საქონლის ტრანსპორტირება სათარჯიმანო მომსახურება
3500 $ სივრცის ქირაობა სტენდის მშენებლობა საქონლის ტრანსპორტირება სათარჯიმანო მომსახურება ჩარტერი
დამატებითი ინფორმაციითვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 1525 (შიდა ნომრები: 1603, 1625, 1622, 1624, 1612, 1679)
შენიშვნა*: აპლიკაციის შევსებისას იხელმძღვანელეთ თანდართული ნიმუშით
დელეგაციის წარმომადგენელთა სია:
|

21-03-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში
|
13-06-2019 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს |
|---|
|
08-04-2019 გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა |
|
28-02-2023 1 მარტიდან, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს |
|
11-04-2019 ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას |