გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
|
შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება 2023 წლის 20 სექტემბერს 12:00 სთ-ზე დაიწყება და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე 2023 წელს, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება დასრულებულია. |
თუ გსურთ გადამამუშავებელი ან შემნახველი საწარმოს შექმნა შესაძლებობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო.
პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:
- გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
- შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
საქართველოს მთავრობის განკარგულება
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო