„უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს“
ნავიგატორი
1444


„უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს“

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის შეფასებით, უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს.ამის შესახებ ზამბახიძემ 2018 წლის FDI-ის შემცირებული სტატისტიკის კომენტირებისას განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დაახლოებით, 16 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 3.5 მლნ-ით აღემატება, ფაქტია, დარგი უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებადაა მიმზიდველი.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის კარგი ის ფაქტი, რომ FDI 34.9%-ით შემცირდა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ჩვენს შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებს დავასახელებ, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბიზნესის ოპერირებაში აფერხებს. თუ ჩვენ სოფლის მეურნეობაზე ვისაუბრებთ, ეს ქვეყნისთვის რეალურად დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა ზამბახიძემ.

როგორც ცნობილია, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა აეკრძალათ.

შეგახსნებთ: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

არსებული მონაცემით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-წლიან მინიმუმზე ფიქსირდება. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა და 1 020.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატი და ასევე, საქართველოს მთავრობა 2018 წელს FDI-ის შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის ასახელებს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა).

22-03-2019

წყარო: commersant.ge

18-10-2019

4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება

11-11-2022

ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

30-05-2019

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად

01-11-2022

გამოცხადდა იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის

01-11-2022

გამოცხადდა იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის

18-10-2019

4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება

11-11-2022

ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

30-05-2019

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ