კონსულტაციის დღე მაისში

2019 წლის 30 მაისს, ხუთშაბათს, ღია საზოგადოების ფონდის ოფისში (მის: ჭოველიძის #10) ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მაძიებლებთან. პროგრამების წარმომადგენლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ.

საკონსულტაციო შეხვედრას ჩაატარებენ პროგრამები:

  • ეროვნული ინტეგრაცია – 11:00 სთ;

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა – 12:00 სთ;

  • მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა – 14:00;

  • მედია – 15:00 სთ;

  • ადამიანის უფლებები – 16:00 სთ;

  • ევროინტეგრაცია – 17:00 სთ;

  • როგორ შევავსოთ საგრანტო განაცხადი ონლაინ – 17:30სთ.

პროგრამული პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ნახეთ პროგრამების გვერდი.