|
| 2561 |
|---|
2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა
| საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 17.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2018 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 533.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა 2018 წელს 19.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 45.8%-ია. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფოს საგარეო ვალი თითქმის 114%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით: 2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7% 2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6% 2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 41.4% 2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.4% 2017 - 16.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6% 2018 - 19.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 45.8% საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-სთან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობას მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად შეუძლია დამატებითი ვალების აღება. |

02-04-2019
წყარო: tabula.ge
|
04-08-2019 თანამშრომელს ხელფასებს უზრდის-განცხადება |
|---|
|
15-05-2019 აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, ანაზღაურებული ზარალი 35 მილიონ ლარზე მეტია |
|
08-04-2019 საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება |
|
17-07-2019 ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება |