projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
წინა შემდეგი 111

ცემენტის გიგანტი LafargeHolcim ქართულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს

მშენებლობის ტემპები დღეს ისეა დაჩქარებული, როგორც არასდროს. ყოველწლიურად უფრო და უფრო მაღალი ცათამბჯენები, უფრო და უფრო გრძელი ხიდები და გვირაბები იგება. განსხვავებული დიზაინის, კონსტრუქციისა თუ დანიშნულების ნაგებობებს ერთი რამ აერთიანებს - ცემენტი, რომელიც აუცილებელი კომპონენტია ყველა სამშენებლო კონსტრუქციისთვის - საცხოვრებელი სახლით დაწყებული, დიდი ზომის კაშხლით დამთავრებული. შესაბამისად, მისი სწორად შერჩევა აუცილებელი წინაპირობაა.

2017 წლის ბოლოდან საქართველოს ცემენტის ინდუსტრიაში გამოჩნდა ახალი მოთამაშე - „საქართველოს ცემენტის კომპანია“(GCC), რომელიც ფრანგულ გიგანტს Lafarge-ს წარმოადგენს საქართველოში. კომპანია აერთიანებს როგორც ცემენტის, ისე ბეტონის წარმოების მიმართულებას. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს Lafarge და ამ სექტორში მოღვაწე სიდიდით მეორე შვეიცარიული კომპანია Holcim გაერთიანდნენ, რის შედეგადაც ერთი მეგაკომპანია - LafargeHolcim ჩამოყალიბდა. კომპანიის მასშტაბების უკეთ გასააზრებლად შესაძლებელია რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოვიყვანოთ. LafargeHolcim მსოფლიოს 90 ქვეყანაში 2500-ზე მეტ ქარხანას ფლობს, 115 000 თანამშრომელს ასაქმებს და ყოველწლიურად 387 მლნ ტონა ცემენტსა და ბეტონს აწარმოებს. მისი წლიური ბრუნვა $26 მლრდ-ს აჭარბებს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი - $28.5 მლრდ-ს.

საქართველოში Lafarge/GCC წარმატებული სტარტიდან, ოპერირების ორ წელიწადში, კომპანია ცემენტის ბაზარზე წარმადობითა და გაყიდვების მასშტაბით უკვე მეორე ადგილს იკავებს, რაც დიდწილად მათ მიერ დანერგილმა პროდუქციის მაღალმა ხარისხმა და სტაბილურმა სერვისმა განაპირობა.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მერაბ ჩიხრაძის თქმით, გაყიდვების რაოდენობა, რომელმაც 2018 წელს 210.000 ტ ცემენტი შეადგინა, ჯერ კიდევ არ არის ის მაქსიმუმი, რაც მათი გეგმებითაა გათვალისწინებული და არსებულ მოცულობებს მიმდინარე წელს, მინიმუმ, 20-25%-ით გაზრდიან. „მტკიცედ მივყვებით ჩვენი განვითარების გეგმას, რომელსაც ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს და ვფიქრობთ, ახლო მომავალში ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო გავიმყარებთ საქართველოს ცემენტის ბაზარზე“, - ამბობს მერაბ ჩიხრაძე.

კომპანიამ ქართულ ბაზარზე უკვე მოიპოვა ნდობა, რასაც დასრულებული და მიმდინარე პროექტებიც მოწმობს:

„პანორამა თბილისი“, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ ქავთარაძის ქუჩაზე, „ალიანს ჯგუფის“ 54-სართულიანი ცათამბჯენი ბათუმში, რომლის პირველ 12 სართულზე სასტუმრო MARRIOT გაიხსნება, M2 ჭავჭავაძეზე, „ორბი ჯგუფის“ „TWIN TOWER“ 45-სართულიანი ცათამბჯენები 7000-ზე მეტი ბინით. „მწვანე უბანი ლისთან“ სასტუმრო Hilton-ის პროექტი ქ. თბილისში, „Macro construction“-ის უბანი დიღომში, ფოთი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალის ხიდები, ანაკლიის პორტი, ბათუმის შემოვლითი გზა, ქუთაისში ავტობანიდან მისასვლელი გზები, მესტია-უშგულის გზა სვანეთში. ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Lafarge/GCC-ის ცემენტითა და ბეტონით ხორციელდება.

მაშინ, როცა ქვეყანაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა წლიურად ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება; მაშინ, როცა სივრცითი მოწყობის ფარგლებში წითელი ხიდიდან სარფამდე, ასევე, ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალზე გათვალისწინებულია, ჯამში, ასზე მეტი ხიდისა და გვირაბის აგება; მაშინ, როცა პროექტირების ეტაპზეა რამდენიმე დიდი ზომის წყალსაცავიანი ჰესი და მაშინ, როცა, უბრალოდ, ეკონომიკის ზრდასთან ერთან, ახალ ბინებზე მოთხოვნა ბუნებრივად იზრდება, ევროსტანდარტის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი კომპანიის საჭიროება საგრძნობლად აშკარაა – კომპანიისა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაშიც დიდ წვლილს შეიტანს და ეკოლოგიურ გარემოზეც იზრუნებს.

18-02-2019

წყარო: bpn

25-02-2019

მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება

22-03-2019

2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია

13-05-2019

საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი

03-03-2019

გლობალური ეკონომიკის გაუარესება ნავთობის ფასის ზრდას ზღუდავს

03-03-2019

გლობალური ეკონომიკის გაუარესება ნავთობის ფასის ზრდას ზღუდავს

25-02-2019

მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება

22-03-2019

2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია

13-05-2019

საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი


სიახლეების გამოწერა


2019 Jun
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია ლაშა ქავთარაძეს მიერ