|
1388 |
---|
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 959.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 466.7 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 3 492.8 მლნ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 568.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 61 694.6 ათასი დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 51 158.3 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზე კი 25 751.4 ათასი დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი და სპირტიანი სასმელები იკავებენ, შესაბამისად, 15 718.0 ათასი და 12 213.7 ათასი დოლარით. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეებში საქართველოში რუსეთიდან 79 233.9 ათასი დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 26 167.4 ათასი დოლარი შეადგინა; მას კი 14 544.3 ათასი დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს. რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ქვანახშირი, მიღებული ქვანახშირისაგან მყარი საწვავის სახეობები და ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები ინაწილებენ, შესაბამისად, 12 121.3 ათასი და 11 624.4 ათასი დოლარით. |
25-06-2019
წყარო: bpn.ge
01-11-2022 სამინისტრო აგრძელებს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის ხელშეწყობას და პროგრამაში „ქართული ჩაის“ ცვლილებებს ახორციელებს |
---|
25-06-2019 მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორთან პრობლემების აღმოსაფხვრელად |
11-04-2019 ევროკავშირის დაფინანსებით, სემეკ-ში „თვინინგის“ მესამე პროექტი დაიწყო |
02-04-2019 ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა |