|
| 2001 |
|---|
საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 19,9%-ით შემცირდა
| საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 19.9%-ით შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით 59 733 ერთეული შეადგინა. სტატისტიკა აჩვენებს, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (38.6%-ით), ისე მეორადი (11.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2019 წლის თებერვალში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 13 607 ერთეული შეადგინა, საიდანაც 8 439 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 46 126 ერთეული შეადგინა, საიდანაც 6 675 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 1 972 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება). რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2019 წლის თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.2%-ს მეორადი, ხოლო 22.8%-ს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2018 წლის თებერვალში კი, შესაბამისად 70.2% და 29.8%). |

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
30-09-2019 თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება |
|---|
|
19-04-2019 დასრულდა ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის" |
|
18-02-2019 სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა |
|
30-05-2019 ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები $250 მილიონად შეფასდა |