„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
ნავიგატორი
1234


„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ Toyota Dream Car Art - მონაწილეობისთვის იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სიხარულით ელის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს და იმედოვნებს, რომ  ტოიოტას ამ უდიდეს მსოფლიო კონკურსში ჩართვის სურვილს ისინი წელსაც გამოხატავენ, ხოლო თავიანთი ოცნების ავტომობილებით სამყაროს უკეთესი მომავლის მხარდამჭერები გახდებიან.

 

ტოიოტას ტრადიციულ საერთაშორისო კონკურსში ჩართვა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, შეუძლია ნებისმიერ ბავშვს, რომელიც შევსებულ სარეგისტრაციო ფორმასა და საკონკურსო ნახატს - „ოცნების ავტომობილს“, 2023 წლის 3 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით, მშობელთან ერთად, წარადგენს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან ამავე მისამართზე გაგზავნის ფოსტით (დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 032 2511).

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსის ფინალში მოსახვედრად, პირველ ეტაპზე, ბავშვებმა მონაწილეობა ადგილობრივ კონკურსში უნდა მიიღონ.  კომპეტენტური ჟიური, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, შეარჩევს 9 საუკეთესო ნახატს, რომლებიც იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის საერთაშორისო საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებს შორის გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.

 

„ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ საკონკურსო პირობების, სარეგისტრაციო ფორმისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3FamPfv

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, ადგილობრივი კონკურსის შედეგები 2023 წლის  თებერვლის ბოლომდე გასაჯაროვდება, საერთაშორისო კონკურსის შედეგები კი 2023 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი. ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Art-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.toyota-dreamcarart.com

 


 

წყარო: https://commersant.ge/

28-10-2022

წყარო: ტოიოტა ცენტრი თბილისი

02-05-2019

ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

17-07-2019

საინფორმაციო შეხვედრა Ict ტენდერის ფარგლებში

18-02-2019

ევექსი 2 კომპანიად იყოფა

05-07-2019

ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში დარღვევები გამოვლინდა

05-07-2019

ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში დარღვევები გამოვლინდა

02-05-2019

ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

17-07-2019

საინფორმაციო შეხვედრა Ict ტენდერის ფარგლებში

18-02-2019

ევექსი 2 კომპანიად იყოფა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ