ბიტკოინის ღირებულება 11%-ით გაიზარდა
ნავიგატორი
1875


ბიტკოინის ღირებულება 11%-ით გაიზარდა

აშშ-ში ბიტკოინის ღირებულებამ $7000 გადააჭარბა, - წერს Bloomberg-ი.   

გამოცემის ცნობით, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წლის სექტემბრის შემდეგ. კრიპტოვალუტის ბრუნვა გასულ შაბათ-კვირას გაიზარდა. 

კვირის ბოლოს სავალუტო ბირჟებზე ბიტკოინის ღირებულებამ  $6957,73 შეადგინა, ვაჭრობა $ 7585 ნიშნულზე დაიხურა. მისი ღირებულება 11%-ით გაიზარდა. 

CNN-ის ანალიტიკოსების პროგნოზით 2019 წელს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების კურსი სტაბილური და აღმავალი იქნება. 

ბიტკოინის აღმავალი ტენდენცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. 2019 წლის აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა. 

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა. 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

13-05-2019

წყარო: imedinews.ge

05-04-2019

„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებიდან მოგებამ 14.8% შეადგინა

20-02-2019

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა

28-02-2019

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ

26-10-2022

ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის

26-10-2022

ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის

05-04-2019

„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებიდან მოგებამ 14.8% შეადგინა

20-02-2019

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა

28-02-2019

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ