გორში ბიუჯეტის ფულით 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება
ნავიგატორი
1646

გორში ბიუჯეტის ფულით 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება

მაშინ, როცა მსოფლიო 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, გორში ბიუჯეტის ფულით ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. კონცერტის ინიციატორი მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა.

სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ქვათაძე On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან შეთანხმებულია.

"[ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად] რატო არ უნდა დავხარჯოთ ბიუჯეტის თანხა?.. გამოცხადებულია ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ", — ამბობს ქვათაძე.

ბიუჯეტიდან დახარჯული 3 600 ლარით გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აჩიკო ნიჟარაძისა და ნათელა პერანიძის კონცერტის გამართვაა დაგეგმილი.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.

ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ გალა კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. ასევე, იცეკვებს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.

13-05-2019

წყარო: on.ge

19-04-2019

სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

30-01-2023

კონკურსი ჟურნალისტებისთვის ახალგაზრდობის თემაზე

01-11-2022

დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

04-11-2022

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს „მწვანე ჯილდოს” კონკურსს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ