2019 წლის საზაფხულო სკოლა
ნავიგატორი
2000


2019 წლის საზაფხულო სკოლა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
2019 წლის საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა:

• კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში;
• ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტები;
• ფარული მიყურადება და ადამიანის უფლებები;
• ინტერნეტის რეგულირება და ადამიანის უფლებები.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები ჩატარდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქ. ბათუმში. საზაფხულო სკოლის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და განთავსდებიან სასტუმროში „პიაცა ბუტიკი ბათუმი“.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. უცხოელი ლექტორების მონაწილეობით ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან:

• პიტერ პაჩოლაი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე და ვენეციის კომისიის საპატიო პრეზიდენტი; 
• ლადო ჭანტურია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე;
• რიჩარდ ვოგლერი სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი; 
• ნორა ნი ლოიდეანი, ლონდონის უნივერსიტეტის სამართლის გაძლიერებული სწავლების ინსტიტუტის (IALS) საინფორმაციო სამართლისა და პოლიტიკური ცენტრის დირექტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთ) პროფესორი;
• ჯეისონ დესანტო, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი;
• თამარ ქალდანი, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორი;
• დავით გაბეხაძე, მოწვეული ექსპერტი; 
• თეიმურაზ ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებული კანდიდატი:
• უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
• თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 250 სიტყვა) არა უგვიანეს 24 ივნისის 18:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool2019@constcourt.ge 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას (ინგლისურ ენასა და სამართალში) და გასაუბრებას.

04-06-2019

წყარო: USAID-PROLoG

17-02-2019

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

18-10-2022

თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

23-12-2022

The Esslingen MBA: Your Key to Success

10-04-2023

ცვლილება აგროდაზღვევის პროგრამაში

10-04-2023

ცვლილება აგროდაზღვევის პროგრამაში

17-02-2019

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

18-10-2022

თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

23-12-2022

The Esslingen MBA: Your Key to Success


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ