თემქის ხევში საქალაქო პარკი გაშენდება
ნავიგატორი
4124


თემქის ხევში საქალაქო პარკი გაშენდება

თბილისში, ზღვის უბანში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა არის დაგეგმილი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდება.

ამის შესახებ განაცხადება გააკეთა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, რომელმაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თამარ ტალიაშვილთან ერთად მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით წინასაპროექტო კვლევა ჩაატარა.

"ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვის უბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საპროექტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოებიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად განხორციელდება“-განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგხსენებთ, ზღვისუბნის დასახლების მშენებლობა გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, რომელსაც თავიდან თემქა(თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანიდან გამომდინარე, რომელიც მაგ უბანში აშენდა) დასახლებას შუაზე ყოფს ხევი(I, XI და III, IV მიკრორაიონებს), გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო ხევის ამოვსების და იქ პარკის მშენებლობის მცდელობები, რა დროსაც რაღაც მცირე ნაწილი გაკეთდა კიდეც.

მოგვიანებით თემქას სახელი გადაერქვა და ხევძმრის დასახლება ეწოდა, ამჟამად კი ზღისუბანი ჰქვია.

31-05-2019

წყარო: intermedia.ge

19-04-2019

„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ

18-03-2019

ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა

17-11-2022

კონკურსი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად

05-04-2019

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

05-04-2019

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

19-04-2019

„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ

18-03-2019

ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა

17-11-2022

კონკურსი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ