„მიმდინარე წელს განათლების დაფინანსება 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, 2022 წელს - 3 მილიარდ 400 მილიონს მიაღწევს"
ნავიგატორი
1423


„მიმდინარე წელს განათლების დაფინანსება 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, 2022 წელს - 3 მილიარდ 400 მილიონს მიაღწევს"

მიმდინარე წელს განათლების დაფინანსება შეადგენს 1,6 მილიარდ ლარს, მომდევნო წელს ის გახდება 2 მილიარდი ლარი, შემდეგ ის გაიზრდება ნახევარი მილიარდი ლარით და 2022 წელს 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მშპ-ს 6 პროცენტით განათლების დაფინანსების ვალდებულებაზე საკანონმდებლო წინადადება პარლამენტისთვის წარსადგენად უკვე მუშავდება.

„ყველამ კარგად იცით ჩემი პირადი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულება განათლების მიმართ, იმ ინიციატივის მიმართ, რომელიც დავაანონსეთ რამდენიმე დღის წინ. ეს არის ეროვნული იდეა და მე ღრმად მწამს, რომ სწორედ ამ იდეის რეალიზაციით შევძლებთ და დავძლევთ ყველა პრობლემას და გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი სამშობლოს წინაშე. მე დღეს ამ ინიციატივის ფარგლებში მინდა რამდენიმე კონკრეტული ღონისძიება გავაჟღერო. მინდა, ამავე დროს მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ამ ეროვნული იდეის საბოლოო მიზანი გახლავთ ის, რომ არსებული და მომავალი მთავრობები ვალდებული იყვნენ მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი ყოველთვის განახორციელონ განათლების სექტორში, განახორციელონ ჩვენს მომავალ თაობაში, ახალგაზრდებში. როგორც მიმდინარე წელს, ასევე მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდეთ და გავზრდით ბიუჯეტს განათლების სექტორისთვის. მიმდინარე წელს ეს შეადგენს 1,6 მილიარდ ლარს, მომდევნო წელს ის გახდება 2 მილიარდი ლარი, შემდეგ ის გაიზრდება ნახევარი მილიარდი ლარით და 2022 წელს მიაღწევს 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს. ეს ვალდებულება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში გადაეცემა ყველა ხელისუფლებას“, - განაცხადა ბახტაძემ.

გარდა ამისა, ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამ ეროვნული იდეის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა.

„მინდა დავაანონსო პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს, როგორც ონლაინ ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები, პედაგოგები, დირექტორები, ლექტორები, სტუდენტები, მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმის ხორცშესხმა, რომელიც ცდება რეფორმების ჩარჩოებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

გარდა ამისა, ბახტაძემ ზრდასრულთა პროფესიულ გადამზადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა მოქალაქეებს მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს.

„ეს გამოიწვევს დასაქმების ბაზარზე პროფესიულ გადამზადებას და მათ სწრაფ დასაქმებას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას ჩვენს ეკონომიკაში. ამავდროულად, ჩვენ დავაფინანსებთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია. ხელმისაწვდომი იქნება მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები სამშენებლო მომსახურების, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და ეტაპობრივად მას სხვა სფეროებიც დაემატება“, - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ ეს იქნება სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ეფექტიანი ნაბიჯი.

12-03-2019

წყარო: bpn

28-02-2019

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა

18-03-2019

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს

11-04-2019

ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმას მხარს უჭერს

26-01-2023

Journalism Partnerships

26-01-2023

Journalism Partnerships

28-02-2019

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა

18-03-2019

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს

11-04-2019

ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმას მხარს უჭერს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ