|
| 1710 |
|---|
„ევროკავშირში 67%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე რუსეთში“
| საქართველომ 2018 წელს ევროკავშირში 67%-ით (293 მლნ დოლარით) მეტი საქონლის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე რუსეთში. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ევროკავშირში ექსპორტი მნიშვნელოვნად 2014 წლიდან გაიზარდა, რასაც ხელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ შეუწყო. 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ბულგარეთში (259 მლნ დოლარი), ესპანეთში (62 მლნ დოლარი), რუმინეთსა (58 მლნ დოლარი) და გერმანიაში (52 მლნ დოლარი) შევიდა. საქართველოდან ევროკავშირში გადის: თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, ხილი, ჩირი, ჯემები, მინის ნაწარმი, პლასტმასის ნაწარმი, იზოტოპები, ავეჯი, ფეროშენადნობები, ძვირფასი ლითონები და სხვა,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში. ამასთან, მათივე ცნობით, 2018 წელს ევროკავშირიდან მეტი ფული გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან. „2019 წლის პირველ 5 თვეში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხა, რუსეთიდან გადმორიცხულზე 57%-ით მეტია, როცა 2013 წელს რუსეთიდან 2-ჯერ მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე ევროკავშირიდან. 2013 წელს რუსეთიდან გზავნილების წილი მთლიანი გზავნილების 54% იყო, 2019 წლის პირველ 5 თვეში კი 25%-ია. ამავე პერიოდში, ევროკავშირის წილი 28%-დან 39%-მდე გაიზარდა,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში. |

25-06-2019
წყარო: bpn.ge
|
15-04-2019 "უჩინარი" ბარათების საიდუმლო - „ამ ბარათების გამოცემის მიზანია, კომერციულ ბანკებს დაუმალონ ბრუნვა" |
|---|
|
03-04-2019 ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა |
|
10-04-2019 კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა |
|
31-01-2020 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას დრონების ტრენინგკურსზე, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ დრონების მთავარ კომპონენტებსა და ნაწილებში, ასევე გაჩვენებთ, როგორ იქმნება და მზადდება დრონი საფრენად. |