თებერვლის თვეში საწვავის იმპორტი გაიზარდა
ნავიგატორი
2146

თებერვლის თვეში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: „მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 84,6 ათასი ტონა, რაც 6,1 ათასი ტონით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს.

მათ შორის, 2019 წლის თებერვლის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45,8 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,8 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის თებერვლის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 30,0 ათასი ტონა ანუ 65,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,6 ათასი ტონა ანუ 34,1%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,06 ათასი ტონა ანუ 0,1%.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის თებერვლის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 30,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 36,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 20,9 ათასი ტონა (24,7%), აზერბაიჯანი - 15,8 ათასი ტონა (18,8%), ბულგარეთი - 8,9 ათასი ტონა (10,4%), საბერძნეთი - 3,9 ათასი ტონა (4,5%), თუქმენეთი - 4,8 ათასი ტონა (5,6%).

19-03-2019

წყარო: commersant.ge

27-03-2019

თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

19-04-2019

საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ

04-03-2019

საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა

07-04-2023

სამთვიანი უფასო სასწავლო ვიზიტი იტალიაში

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ