კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია
ნავიგატორი
1738


კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია

ლარის მერყეობას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მცურავ კურსს უკავშირებს და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მცდარი ანალიზი კეთდება.

მისი განმარტებით, კურსის ცვლილება არ გამოიწვევს ინფლაციას. ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობისთვის შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს.

„როდესაც ლარი იყო ყველაზე სტაბილური, ინფლაცია იყო ყველაზე მაღალი. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას. ეს არის დოლარიზაციის პრობლემა. ჩვენს მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკა არის დედოლარიზაცია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის გამოსვლაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დედოლარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ დოლარიზაციის მაღალი დონის გამო არის შექმნილი კურსის მერყეობა.

„რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობას, ეს არის დამახასიათებელი მცურავი გაცვლითი კურსისთვის, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელი იქნება შოკების შთანთქმა, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა დროს მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის წარმოიქმნას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, გაცვლითი კურსის საკითხები ზოგადად ძალიან კომპლექსურია და მის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, მათ შორის მოლოდინები რეგიონში.

„ამასთან, დოლარს თუ შევხედავთ, ძლიერდება და მისი ინდექსი ძალიან გაზრდილია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

24-05-2019

წყარო: 1tv.ge

20-01-2023

INTERNSHIP OPPORTUNITIES

24-04-2019

ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

03-05-2019

ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში

14-03-2019

ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სკი კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს

14-03-2019

ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სკი კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს

20-01-2023

INTERNSHIP OPPORTUNITIES

24-04-2019

ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

03-05-2019

ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ