|
| 1015 |
|---|
გააციფრულე და გაზარდე შენი ბიზნესი
| ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის - EBRD-ის დახმარებით და ევროკავშირის დაფინანსებით, ვაცხადებთ ახალ პროექტს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად ჩაერთოთ ელექტრონულ კომერციაში და გაზარდოთ თქვენი ბიზნესი. რას მოიცავს პროექტი?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ ზრდის პოტენციალი და 1 წლიანი ოპერირების ისტორია.
პროექტში კომპანიების ჩართვა ხდება კონკურსის საფუძველზე. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: www.b2c.ge/appforms. პროექტში მონაწილეობა ითვალისწინებს მონაწილის მხრიდან ფინანსურ თანამონაწილეობას. გაციფრულება და ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლა დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენს პროდუქტზე ხელმისაწვდომობა უფრო ფართო აუდიტორიისთვის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. რაც მთავარია, სრულფასოვანი ონლაინ მომსახურების შეთავაზებით შეძლებთ სრულად უპასუხოთ მომხმარებლების მოთხოვნებს და თანამედროვე ტენდენციებს.
წყარო: B2CGE |

29-09-2022
წყარო: B2CGE
|
06-03-2019 იაპონური პრესა ტოკიოში დაგეგმილი გამოფენის "საქართველო - ღვინის სამშობლო" შესახებ ინტერვიუს აქვეყნებს |
|---|
|
02-05-2019 3 მაისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება |
|
11-11-2022 ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები |
|
10-10-2023 „ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო |