საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება
ნავიგატორი
887


საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება

16-17 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

„კონფერენციის ორგანიზატორები, ბაზრის ხუთი მარეგულირებელი უწყება - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არიან.

 

 

კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

 

 

კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების და აღსრულების პროცესის თავისებურებები განიხილება. ასევე, აღსრულების ირიბი მექანიზმების და რეგულირებულ ბაზრებზე/უწყებათაშორისი თანამშრომლობის კონკურენციის პოლიტიკის შესახებ პარალელური თემატური სესიები გაიმართება. სესიების მონაწილეები ერთმანეთს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპის პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

 


 

წყარო: https://commersant.ge/

16-11-2022

წყარო: კონკურენციის ეროვნული სააგენტო

21-11-2019

იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი

28-11-2022

საგამოფენო განაცხადების კონკურსი

17-02-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს

22-05-2023

Roster of Photographers

22-05-2023

Roster of Photographers

21-11-2019

იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი

28-11-2022

საგამოფენო განაცხადების კონკურსი

17-02-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ