EU4Environment-ის პროგრამა საკომუნიკაციო სფეროში კონტრაქტორს ეძებს — შეიტანეთ განაცხადი 13 თებერვლამდე
ნავიგატორი
986

EU4Environment-ის პროგრამა საკომუნიკაციო სფეროში კონტრაქტორს ეძებს — შეიტანეთ განაცხადი 13 თებერვლამდე

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი EU4Environment-ის წყლის რესურსებისა და გარემოსდაცვითი მონაცემების პროგრამა კონტრაქტორს ეძებს. შერჩეულ კანდიდატს საქართველოში წყლის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე საკომუნიკაციო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდაჭერა დაევალება. 

კერძოდ, კონტრაქტორი პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის სათანადო გზავნილების მიწოდებასა და ნაბიჯების შეთავაზებაზე. ამას გარდა, ის პროგრამის ფარგლებში ცალკეული ინიციატივის შემუშავებისა და განხორციელების პროცესებს გაუძღვება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართულ კომპანიებს ან არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფ(ებ)ს, უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს და ასე შემდეგ.

კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის მაქსიმალური ოდენობაა 25,000 ევრო. პროექტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია: მთელი გუნდის ანაზღაურება, საკომუნიკაციო მასალების დამზადება (იქნება ეს ინფოგრაფიკები, ვიდეორგოლები, ფოტოები თუ ბრენდირებული პროდუქცია), ბეჭდური მომსახურება და ღონისძიებათა ორგანიზების ხარჯები (ადგილის დაქირავება, კვება, ტრანსპორტი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა). 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 13 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 13, 2023

წყარო: https://euneighbourseast.eu/

17-01-2023

წყარო: ევროკავშირი

16-12-2019

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით

25-06-2019

Apple-ი სამუშაო ადგილებს ზრდის

25-03-2019

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება

10-04-2019

თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ახალ კომპანიას დაევალა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ