|
438 |
---|
30 UNDER 30 • Forbes-ის 2022 წლის სიის რეგისტრაცია იწყება
Forbes-ის პროექტი 30-წლამდელთა სია 2022 დაიწყო. შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გაბედული საზოგადოების წევრი, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის დღეს! უკვე მეხუთე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი „30 UNDER 30“ სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა მოახდინა დამანგრეველი გავლენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან. 30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგიერთი მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს უპასუხებს. თუმცა ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია – ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება. 30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები და ფინანსები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი, Forbes-ის რჩეული.
პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი პროექტის პარტნიორი – „გალფი“ პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი“ განაცხადები მიიღება 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაცია: 30 UNDER 30 | მედიაპლატფორმა და სააპლიკაციო განაცხადი
წყარო: https://forbes.ge/ |
19-12-2022
წყარო: Forbes
12-12-2019 ჯადოსნური საშობაო სოფელი სითი მოლში-Christmas Fair at City Mall |
---|
07-05-2019 მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო |
21-10-2022 1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება |
24-04-2023 საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მაძიებელთათვის |