კონკურსი ახალგაზრდებისთვის – ეს ქვეყანა შენია!!!
ნავიგატორი
432


კონკურსი ახალგაზრდებისთვის – ეს ქვეყანა შენია!!!

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში აცხადებს უკვე ტრადიციულ კონკურსს ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“. 2023 წელს კონკურსის თემაა: საქართველო ევროპაა!

  • კონკურსის მიზანი: 

ახალგაზრდული კონკურსის – „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდების წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.

  • ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს: მათ შორის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 30 წლამდე). ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. მოსწავლეების შემთხვევაში თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.

  • კონკურსის თემაა: 

საქართველო ევროპაა!

  • კონკურსის ფორმატი:

მონაწილეებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ საინფორმაციო კამპანია, ფლეშმობი, სოციალური მედია კამპანია, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ინიციატივები (მაგ. ერთობლივი დისკუსიების გამართვა, ერთობლივი კამპანიის ორგანიზება და ა.შ.) და სხვა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე რასაც ქვეყანა მიიღებს. ასევე საქართველოს ევროპულ იდენტობაზე, ჩვენი ღირებულებების სიახლოვეზე და იმაზე რომ „საქართველო ევროპაა“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მიეწოდებათ საჭირო საინფორმაციო მასალები კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები გაიმართება ზუმის (ZOOM) პლატფორმის საშუალებით: 

საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოთ აქტივობის მოკლე ანგარიში (ფოტო ან ვიდეო რეპორტაჟი, ბმული და სხვა); 

დეტალური ინსტრუქცია და საკონკურსო განაცხადის ფორმა გადმოწერეთ –  https://civilin.org/wp-content 

კონკურსი ახალგაზრდებისთვის – „ეს ქვეყანა შენია“ გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან რეგიონების მიხედვით. რეგიონის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სამოქალაქო განათლების ექსპერტების მონაწილეობით. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

საკონკურსო მასალების შეფასების კრიტერიუმები: 

საკონკურსოდ წარმოდგენილი აქტივობა უნდა განხორციელდეს 2023 წლის ივნისიდან – 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით. წარმოდგენილი საკონკურსო მასალა უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განხილება. გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2023 წლის 31 ოქტომბრისა შემდეგ ელ–მისამართზე: csogeorgiage@gmail.com

სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა. 

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში. 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

საკონტაქტო პირი:
თემურ ჯალიაშვილი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ტელ: 599 759 724
ელ.ფოსტა: temuri@civilin.org

    • 2023 წლის 27-28-29 ივნისს 13:00 საათზე.
    • ონლაინ შეხვედრების ბმული ....
    • შეხვედრის ID: 840 9367 9252 
    • პაროლი: 6789 
    •  საკონკურსოდ წარმოსადგენი მასალა: 
    • შეფასება: 
    • შესაბამისობა კონკურსის მიზანთან (20%);  
    • ეფექტურობა – რამდენად სწორად და ეფექტურად მიაღწია კონკურსანტმა წინასწარ დასახულ მიზანს (25%);  
    • მასშტაბი/მოცვა – რამდენად ბევრ ადამიანს შეეხო/ნახა/გააზიარა ეს აქტივობა, ან რამდენად ფართო გამოხმაურება მოყვა მას (25%);  
    • კრეატიულობა – რამდენად ინოვაციურია იდეა და რამდენად ორიგინალურად არის იგი წარმოდგენილი (15%);  
    • გავლენა – რამდენად არის ზეგავლენის მქონე, მამოტივირებელი, შთამაგონებელი და „აჰა“ განცდის მომგვრელი საკონკურსო აქტივობა (15%).
    • კონკურსის ვადები: 
    • პროექტის შესახებ: 

 


 

წყარო: https://csogeorgia.org/

06-06-2023

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

13-05-2019

ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო იქნება სანიმუშო

13-01-2023

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" მეორე ნაკადი იწყება

05-04-2019

საქართველო - აშშ პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

27-08-2019

აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისი გაიხსნა.

27-08-2019

აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისი გაიხსნა.

13-05-2019

ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო იქნება სანიმუშო

13-01-2023

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" მეორე ნაკადი იწყება

05-04-2019

საქართველო - აშშ პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ