|
| 1069 |
|---|
მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies
| სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია, მწვანე ტექნოლოგიების ხელშეწყობა და საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მწვანე ტექნოლოგიები მოიცავს პროდუქტებს, პროცესებსა და სერვისებს, რომლებიც ემსახურება გარემოს დაცვას, რესურსების მოხმარების მინიმუმამდე შემცირებას და ხელს უწყობს კლიმატის ნეიტრალიტეტს. აღნიშნული პროგრამა უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს, დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ ბიზნეს შეხვედრები. პროგრამა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
პროგრამის ძირითადი მიზნები:
პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი): პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „გამწვანებაზე“ ორიენტირებული მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერებს, კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ახორციელებენ:
აუცილებელი მოთხოვნაა, კომპანია 3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე: აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
*პროგრამა მიმდინარეობს ჰიბრიდულ ფორმატში და შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
შერჩევის პროცესი:
პროგრამის საინფორმაციო ბროშურის და სააპლიკაციო დოკუმენტების სანახავად, დააჭირეთ ღილაკს: გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები გამოგვიგზავნით, არაუგვიანეს 2023 წლის 31 აგვისტოსა. შევსებული საპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: applymtpenterprise@gmail.com (თემა: Fit for Partnership 2023 - green technologies - სახელი და გვარი). პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე: 1525. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://managerprogramm.de/en/business-with-germany/
წყარო: აწარმოე საქართველოში |

21-07-2023
წყარო: აწარმოე საქართველოში
|
03-05-2019 ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდა |
|---|
|
08-04-2019 BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან |
|
18-03-2019 მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა |
|
14-10-2022 დაიწყო ევროკავშირის პროგრამა, Culture Moves Europe და პირველი კონკურსი ინდივიდუალური მობილობისთვის |