|
| 792 |
|---|
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები: შეიტანეთ განაცხადი 4 სექტემბრამდე
| აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ახალი კონკურსი გამოაცხადა.სტიპენდიები განკუთვნილია აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრები აქტივისტებისა და სამოქალაქო აზროვნების მქონე ქალებისა და კაცებისთვის, რომელთაც თავიანთ საზოგადოებებში დადებითი ცვლილებების შეტანა სურთ. ახალი კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეებთან კავშირის გაუმჯობესებაზე კონცენტრირდება. მაგალითად, საკონკურსო პროექტი შეიძლება იყენებდეს ციფრულ გადაწყვეტებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონიტორინგის/შეფასების გასაუმჯობესებლად, ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული მონაცემების შესაგროვებლად და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ან ორგანიზაციების მართვის გაუმჯობესებული სისტემების შესაფასებლად თუ მხარდასაჭერად. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი და გადაეცემათ 5,000 ევრო დასახულ მიზანთა განსახორციელებლად და საქმიანი კავშირების დასამყარებლად. კონკურსის ფარგლებში ორი სახის სტიპენდიები გაიცემა: სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და კარგად იციან ინგლისური ენა. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 26 ივლისს საინფორმაციო ვებინარი ჩატარდება. პროგრამის, სააპლიკაციო პროცესისა და სტიპენდიების შესახებ მეტის გასაგებად ვებინარზე დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია. დამატებითი ინფორმაცია 2023 წლის სასტიპენდიო განაცხადის გზამკვლევი დახურვის თარიღი:სექტემბერი 4, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu |

01-08-2023
წყარო: ევროკავშირი
|
16-12-2019 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით |
|---|
|
18-03-2019 პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს |
|
11-04-2019 თიბისი უზბეკეთის გადახდის პლატფორმა Payme-ს ყიდულობს |
|
30-05-2019 თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს |