ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია
ნავიგატორი
1079


ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს.

 

პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო  2022 წლიდან ახორციელებს.

 

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

▪️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (სტუდენტი);

▪️სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა კვალიფიკაცია მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას;

▪️სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ  აქტიური სტუდენტის სტატუსი და ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი. 

 

განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.

 

????დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით.

 

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=3615&gid=6&ppid=12

 


 

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი

08-08-2023

წყარო: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

19-04-2019

მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი

15-04-2019

გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები

25-07-2019

მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია)

15-04-2019

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

15-04-2019

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

19-04-2019

მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი

15-04-2019

გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები

25-07-2019

მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია)


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ