მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია)
ნავიგატორი
2368


მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია)

ევროკავშირისა, და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, დასრულდა ENPARD III მესტიის პროექტის სათემო მობილიზაციის ფართომასშტაბიანი მონაწილეობითი პროცესი, რომელიც მოიცავდა სათემო შეხვედრებსა და ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრას მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად. პროცესი გახლავთ LEADER- ის მიდგომის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ქეა ავსტრიისა და მისი პარტნიორი PMC - RC კვლევითი ცენტრის მიერ, მესტიის მუნიციპალიტეტში. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იმის განსაზღვრა, თუ რა არის  საჭირო თემის განვითარებისთვის და რომელი სექტორი უნდა მივიჩნიოთ პრიორიტეტად. გარდა ამისა,  შეხვედრების მიზანი იყო საზოგადოების ინტერესის ამაღლება, რათა მათ ეთანამშრომლათ თემის საჭიროებების დახარისხებაში და გამხდარიყვნენ მესტიის განვითარების ჯგუფის წევრი (LAG). აღსანიშნავია, რომ პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა საფუძვლად დაედება ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას (LDS), რომელიც გახდება მესტიის ლაგ-ის სახელმძღვანელო დოკუმენტი მისი სამომავლო საქმიანობისთვის.

თემის მობილიზაციის პროცესი 2019 წლის თებერვალში დაიწყო. ჩატარდა 28 ტერიტორიული შეხვედრა, რომელიც, საერთო ჯამში, მოიცავდა 16 თემის 164 სოფელს.  ქეა ავსტრიამ და PMC-RC პროექტის გუნდი 802-ზე მეტ ადგილობრივს შეხვდნენ, რომლებიც   საზოგადოებრივ შეკრებებში მონაწილეობდნენ, და თემის საჭიროებების განსაზღვრაში იღებდნენ მონაწილეობას. მობილიზაციის პროცესი თემის სხვადასხვა ჯგუფს მოიცავდა, მათ შორის ქალებს, ახალგაზრდებს, დევნილებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ან შინამეურნეობების წარმომადგენლებს, რომლებსაც შშმ პირები ჰყავს ოჯახში (8%), და სოციალურად დაუცველი შინამეურნეობის წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე, ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნო პროექტის მიზნებს და ევროკავშირის LEADER მიდგომის მთავარი პრინციპებს. ამის შემდეგ, მათ საშუალება ჰქონდათ ღიად გამოეხატათ, თუ რა აწუხებდათ და ესაუბრათ თემის საჭიროებებზე. შეხვედრებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, გამოიკვეთა 5 პრიორიტეტული სექტორი: ინფრასტრუქტურა და ძირითადი სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი, და გარემო.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ქეამ და PMC-RC გუნდმა 16 შეხვედრა გამართეს მესტიის მუნიციპალიტეტის თემებთან. პროცესს თემის 100-ზე მეტი წევრი ესწრებოდა. პირველ ეტაპზე, მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო ტრენინგებს და გაეცნო პრობლემათა ხის შექმნის მეთოდოლოგიას, რომელიც მათ პრობლემებისა და მათი გამომწვევი ძიერული მიზეზების გამოვლენაში დაეხმარებოდა. მომდევნო ეტაპზე მათ შექმნეს „პრობლემათა ხეები" და გამოავლინეს ძირითადი საკითხები, პრიორიტეტული სფეროების მიხედვით. ბოლოს კი, მონაწილეებმა შეავსეს კითხვარები პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

სათემო პროცესები და მისი ქვემოდან-ზემოთ მიდგომა ევროკავშირის LEADER-ის მოდელის გახორციელების მთავარი ნაწილია, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებას, და მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ჩართულობას სოფლის განვითარებაში, ლაგ-ის შექმნის გზით. ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი  და სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს საკუთარი რაიონის განვითარებაში. დღესდღეობით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ლაგ-ის მიმართ დიდია - წევრობის მსურველთა რიცხვი 300-ს აღემატება.

შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მესტიის მოსახლეობისთვისაც, რადგან მათ საშუალება მიეცათ გამოეხატათ თავიანთი საჭიროებები და შეეთავაზებინათ პრობლემათა გადაწყვეტის გზები. სხვა მოწყვლად ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობაც. „ახალგაზრდები ძალიან აქტიურები არიან მესტიის მუნიციპალიტეტში და მათი ჩართულობა ადგილობრივი განვითარების პროცესებში, გადამწყვეტია", ამბობს ელენე განაია, მესტიის ლაგ-ის კოორდინატორი.

საქართველოში LEADER მიდგომა 2015 წლიდან ხორციელდება, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში. მისი მიზანი სოფლის მაცხოვრებლების შესაძლებლობების გაზრდა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და დასაქმებაა. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციას, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდებისთვის.

მომდევნო თვეებში, ENPARD III/ მესტიის გუნდი გეგმავს კომბინირებულ ტერიტორიულ ანალიზს, რათა შემდგომში ჩართოს თემის წევრები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რესურსების, დაინტერესებული მხარეების, პროგრამების, პოლიტიკისა და ადგილობრივი პროექტების დაგეგმვნის პროცესებში.  

25-07-2019

წყარო: CARE International in the Caucasus

19-07-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

11-04-2019

„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა

15-03-2019

მამუკა ბახტაძე: ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა

21-03-2019

„ჰაბ ჯორჯია“ ტვირთების გადაზიდვაზე კვლევას იწყებს

21-03-2019

„ჰაბ ჯორჯია“ ტვირთების გადაზიდვაზე კვლევას იწყებს

19-07-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

11-04-2019

„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა

15-03-2019

მამუკა ბახტაძე: ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ