ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024
ნავიგატორი
1867


ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024

სიხარულით გაცნობებთ, რომ ნიკო კეცხოველის პრემია 2024 და ეკოკლუბების რეგისტრაცია დაიწყო!

ნიკო კეცხოველის პრემია - სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია. კონკურსის მთავარი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. კონკურსში მონაწილეობის მიღებით თქვენ თავად გახდებით მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ არის სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი.

ეკოკლუბები თავიანთ აქტივობებს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად გეგმავენ და ახორცილებენ. სწორედ ამგვარად, თითოეულ ეკოკლუბელს საკუთარი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შერჩეული მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაში.

2023-2024 წლის საკონკურსო თემაა - იმოქმედე კლიმატისთვის.

 შენც შეგიძლია იყო მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი. შემოუერთდი კონკურსს დღესვე, იაქტიურე, მიიღე გამოცდილება და პრიზები.

დარეგისტრირდი აქ: http://forestry.ge/ge/registration
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წესები იხილეთ გზამკვლევში:
https://shorturl.at/eAKQ9
 ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – მწვანე კავკასია – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

 


 

წყარო: CENN

20-10-2023

წყარო: CENN

25-06-2019

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა

24-06-2019

DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები

03-05-2019

Toyota უპილოტო ტექნოლოგიას $100 მილიონით დააფინანსებს

16-05-2023

2024 – 2025 FULBRIGHT GRADUATE STUDENT PROGRAM

16-05-2023

2024 – 2025 FULBRIGHT GRADUATE STUDENT PROGRAM

25-06-2019

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა

24-06-2019

DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები

03-05-2019

Toyota უპილოტო ტექნოლოგიას $100 მილიონით დააფინანსებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ