|
| 1044 |
|---|
"აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში სიახლეებია
| ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას. საკრედიტო-საგარანტიო სქემასა და ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება 2024 წლის 3 იანვარიდან განახლდა. საქართველოს მთავრობის №365 დადგენილებით, პროგრამაში რამდენიმე ინდუსტრიის მიმართულებით სიახლეებია.
• აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება - საქმიანობა უნდა განხორციელდეს მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ.ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა; • პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ახალი ობიექტის კოდი დასახელებით - „C 10.92.0 მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“; • „55.20.0 - დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“. აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი იყოს არაუმეტეს 10-ნომრიანი/ერთეული დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება. ამასთან, აღნიშნული საქმიანობა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა; • საგრანტო კომპონენტს დაემატა შემდეგი საქმიანობა - „C 25.21.0 ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება“.
წყარო: აწარმოე საქართველოში |

12-01-2024
წყარო: აწარმოე საქართველოში
|
19-04-2019 გვაქვს კონკრეტული ხედვა – ეკონომიკის ახალი მინისტრი |
|---|
|
02-04-2019 ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით |
|
06-09-2019 აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა |
|
27-05-2019 პირველად, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. |