„კორეაში ღვინოზე და მის მსგავსს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იქნება“ - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება
ნავიგატორი
1436


„კორეაში ღვინოზე და მის მსგავსს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იქნება“ - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება

საქართველოს მთავრობა კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედებას გეგმავს. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე  ფაქტს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ამით ქვეყანა  საკმაოდ ბევრ ბენეფიტებს მიიღებს.

 

მისი განმარტებით, ზოგადად, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები კარგია და  ის, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით ორიენტირი აქვს აღებული, მხოლოდ და მხოლოდ დადებითია.

 

„ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური მიმართულება, რაც შეიძლება გაკეთდეს. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ საქართველოს ცალმხრივად უკვე ჰქონდა ლიბერალიზებული სავაჭრო ურთიერთობა, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ბაზრები გაიხსნას ქართული  პროდუქციისთვის. კორეის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია, შესაბამისად, ღვინოზე და მის მსგავსს პროდუქციაზე  დიდი  მოთხოვნა იქნება. ეს მიმართულება ჩვენთვის შეიძლება მომგებიანი იყოს,“ —აღნიშნავს შეშელიძე.

 

როგორც ცნობილია, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის,ჩინეთთან, მოლაპარაკებები მიდის იაპონიასთან, ინდოეთთან, ამერიკასთან.

 

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ზურაბ რამაზაშვილი  აცხადებს, რომ  რაც უფრო ბევრი გასაღების ბაზარი იქნება ქართული პროდუქციისთვის, მით უფრო კმაყოფილი იქნება კერძო სექტორიც.

 

მისივე განმარტებით, კორეა საკმაოდ პერსპექტიული, მაგრამ ,ქართული ღვინისთვის აუთვისებელი ბაზარია, შესაბამისად, ამ ქვეყანასთან ღვინის ცნობადობის გაზრდის კუთხით მუშაობა საკმაოდ დიდი იქნება და ამაში კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს კორეაში ექსპორტზე გავიდა  16 767,5 ათასი დოლარის პროდუქცია, კორეიდან  კი  101 967,5  ათასი დოლარის შემოვიდა. 2019 წლის იანვარში კორეაში  ექსპორტზე     565,0  ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, იქიდან კი 3 926,0  ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიმ განაცხადა,რომ თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება შედგა კორეის საშუალო და მცირე ბიზნესის სააგენტოსთან და ახლო მომავალში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის თანახმადაც სააგენტო ქართულ მხარეს თავისი გამოცდილებით დაეხმარება, რათა მან უფრო ეფექტიანად ააწყოს საქმიანობა ქართული საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად.

13-03-2019

წყარო: commersant.ge

28-10-2022

თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - „განაწილებას“ შესთავაზებს

08-11-2022

ევრონიუს ჯორჯიას კონკურსი სტაჟიორების შესარჩევად

06-09-2022

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს

13-05-2019

ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო

13-05-2019

ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო

28-10-2022

თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - „განაწილებას“ შესთავაზებს

08-11-2022

ევრონიუს ჯორჯიას კონკურსი სტაჟიორების შესარჩევად

06-09-2022

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ