|
| 976 |
|---|
უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის
| ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიბერლაბორატორია უნილაბი მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროექტს „უნილაბი სკოლაში“. პროექტი დისტანციურად განხორციელდება მე-8-მე-12-კლასელებისთვის. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება და გაიარონ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:
შერჩეული მონაწილეებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ეტაპები
პრიზი ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა? მე-8-მე-12 კლასების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით. როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში? პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ თქვენთვის საინტერესო კურსის სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით.
ვინ მასწავლის? არჩეული კურსის მონაწილეებს შესაბამის თეორიულ ცოდნას მისცემენ და რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში მენტორობას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორები. გრაფიკული დიზაინი: ნენე არაბული, UI/UX დიზაინერი. გავლილი აქვს ჯეოლაბის UI/UX განხრის კურსი და უმუშავია არაერთი კომპანიის საიტისა და აპლიკაციის დიზაინზე. Unity 3D: თამთა ასათიანი, Game developer-ი, რომელიც თამაშებზე 15 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში მონაწილეობდა მრავალი თამაშის შექმნასა და საქართველოს განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტში. C#: ვარლამ დადიანი, ბექენდ დეველოპერი. 2019 წლიდან მუშაობს odrex software-ში ბექენდდეველოპერად. კითხულობდა C#-ის ლექციებს ჯეოლაბში. რას მომცემს პროექტში მონაწილეობა? გაძლევს შესაძლებლობას:
სწრაფი ბმულები კურსების შესახებ
|

28-04-2023
წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
24-04-2019 ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს |
|---|
|
11-04-2019 აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს |
|
03-06-2019 “გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდეს” |
|
31-03-2019 საოფისე ფართები და აპარტამენტები - რომელ უძრავ ქონებაში აბანდებენ ფულს მდიდრები |