საქართველომ რეკორდული რაოდენობის ვაშლის ექსპორტი განახორციელა
ნავიგატორი
1721

საქართველომ რეკორდული რაოდენობის ვაშლის ექსპორტი განახორციელა

საქართველომ 2019 წელს, ერთ თვეში, 847 ტონა ვაშლის ექსპორტი განახორციელა. როგორც East fruit წერს, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდულია. შედარებისთვის, 2018 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 6 ტონა ვაშლი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 140-ჯერ მეტი გადაზიდვა განახორციელა.

„საქართველოში ვაშლის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც 2018 წლის შემოდგომაზე შიდა ბაზარზე პროდუქტის ფასის მკვეთრი დაცემა გამოიწვია და ეს ტენდენცია ამ დრომდე შენარჩუნდა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ პროდუქტის გასაღების ბაზარი სხვა ქვეყნებშიც უნდა ეძებოს. დღეის მდგომარეობით, მისი ბუნებრივი არჩევანი რუსეთის ბაზარია, სადაც ხარისხზე მაღალი მოთხოვნები არ არის, ამასთან, ფასები დაბალია, ხოლო „ანტისანქციების“ შედეგად კონკურენცია ხელოვნურად შეზღუდული. ამის გამო, საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის 92% სწორედ რუსეთს მიეწოდა“,- განაცხადა Fao-ს ეკონომისტმა ანდრეი იარმაკმა.

მისივე თქმით, სეზონის პირველ ნახევარში (2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით) საქართველომ უკვე 2,6 ათასი ტონა ვაშლი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 30-ჯერ მეტია.

როგორც ანდრეი იარმაკმა აღნიშნა, საქართველოდან რუსეთში ვაშლის მიწოდება თითქმის, 100%-ით გაიზარდა.

ამასთან, გარდა რუსეთისა, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი განხორციელდა აზერბაიჯანში, უკრაინასა და სომხეთში. ასევე, შედარებით მცირე რაოდენობა -ყაზახეთში.

14-03-2019

წყარო: bpn

05-06-2019

საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა ტექნოპარკში

16-11-2022

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება

13-05-2019

თურქეთში ავტომობილების წარმოება 14%-ით შემცირდა

21-07-2023

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ