ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს
ნავიგატორი
760


ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს

30 მაისს, ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში გაეცნონ, როგორც ქსელური ბრენდების, ასევე ადგილობირივი ბიზნეს სექტორის აქტიურ ვაკანსიებს.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის’’ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სკვერში 13:00-საათიდან დაიწყება.

ფორუმის გარდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, 29 მაისს ახალციხეში პირველ სერვის-ცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომელსაც სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია, ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები თბილისსა და რეგიონებში მუდმივად იმართება, აპრილის თვეში ღონისძიება ბათუმში გაიმართა, ახალციხის შემდეგ კი დასაქმების ფორუმს კახეთი უმასპინძლებს.

 


 

წყარო: https://www.bpn.ge/

25-05-2023

წყარო: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

11-10-2019

NASA Space Apps Challenge

31-07-2019

გამაგრილებელი ფესტივალი მთაწმინდის პარკში

29-03-2019

ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ქართველებს საზღვრის კვეთაზე უარს არ ეუბნებიან - თებერვლის სტატისტიკა

01-05-2023

კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად

01-05-2023

კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად

11-10-2019

NASA Space Apps Challenge

31-07-2019

გამაგრილებელი ფესტივალი მთაწმინდის პარკში

29-03-2019

ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ქართველებს საზღვრის კვეთაზე უარს არ ეუბნებიან - თებერვლის სტატისტიკა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ