ევროკომისიამ Nike დააჯარიმა
ნავიგატორი
1914


ევროკომისიამ Nike დააჯარიმა

ევროპულმა კომისიამ სპორტული სამოსისა და ატრიბუტიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nike 12,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი გახდა კლიენტებისთვის შეზღუდვის შექმნა, რომლებიც მუშაობენ ევროპის ზონაში და ახდენენ ფეხბურთის ეკიპირების ლიცენზირებული ატრიბუტიკის რეალიზაციას. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იტყობინება.

„ევროკომისიამ Nike 12,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა, იმის გამო, რომ მან აუკრძალა გამყიდველებს გაეყიდათ ლიცენზირებული პროდუქცია ევროპის ეკონომიკური ზონის სხვა ქვეყნებში. ეს შეზღუდვა შეეხო რამდენიმე ცნობილი საფეხბურთო კლუბისა და ფედერაციის ბრენდულ სამოსს“, - წერია განცხადებაში.

„ფეხბურთის გულშემატკივრები ხშირად ყიდულობენ საკუთარი ფავორიტი გუნდის მაისურებსა თუ შარფებს. Nike კი არ აძლევდა უფლებას ბევრ ლიცენზიის მფლობელს გაეყიდათ ასეთი სახის პროდუქცია სხვა ქვეყნებში, რამაც გამოიწვია არჩევანის შეზღუდვა და პროდუქციის გაძვირება, რაც არღვევს ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. დღევანდელი გადაწყვეტილება გარანტიას იძლევა, რომ გამყიდველები და მყიდველები ისარგებლებენ ერთიანი ბაზრის მომგებიანი პრინციპებით: შეიძინონ ევროპის მასშტაბით პროდუქცია დიდი არჩევანით და საუკეთესო ფასით“ - განაცხადა ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგარეტ ვესტაგერმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 13 წლის განმავლობაში Nike უზღუდავდა რითეილერებს ისეთი საფეხბურთო კლუბების ატრიბუტიკის რეალიზაციას, როგორებიცაა „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „რომა“ და ა.შ.

26-03-2019

წყარო: bpn.ge

08-04-2019

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება — მამუკა ბახტაძის დაპირება

25-05-2023

Social Impact Award 2023-ის განაცხადების მიღება დაიწყო!

11-08-2022

სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება

28-11-2022

Investing with Gender Lens - Deep Dive Workshops

28-11-2022

Investing with Gender Lens - Deep Dive Workshops

08-04-2019

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება — მამუკა ბახტაძის დაპირება

25-05-2023

Social Impact Award 2023-ის განაცხადების მიღება დაიწყო!

11-08-2022

სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ