თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს
ნავიგატორი
1275


თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

26 მარტი 2019, თბილისი – ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, თბილისში, სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“ მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის სექტორში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივების განხილვას, აგრეთვე, ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.  

კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ მისიის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და ევროპის სოფლის განვითარების LEADER ასოციაციის (ELARD) ვიცე-პრეზიდენტმა კრისტიინა ტამეცმმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის სოფლის მეურნეობის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატების, ესტონეთის სოფლის განვითარების სამინისტროს, შოტლანდიის სოფლის განვითარების მხარდაჭერის ქსელის, ევროპის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის, ევროპის რეგიონული კომიტეტის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) წარმომადგენლები და ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები.


„ევროკავშირის დახმარება საქართველოს სოფლის განვითარებისთვის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ევროპული LEADER მიდგომის დანერგვამ საქართველოს მუნიციპალიტეტებში კიდევ უფრო გააღრმავა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რწმენა უკეთესი მომავლისა. მათ მიეცათ საშუალება ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განსაზღვრონ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და უშუალოდ ჩაერთონ მის განვითარებაში“ – აღნიშნა ორგანიზაცია ‘მერსი ქორფსის’ მისიის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა.უცხოელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკის დღის წესრიგი, LEADER 2020 წლის შემდგომ პერიოდში და საქართველოში მისი პოპულარიზების შესაძლებლობები.„სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გამრავალფეროვნებისა და ადგილობრივი განვითარებისთვის შესაძლებლობების გაზრდისთვის, პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ადგილობრივი ინიციატივა განხორციელდა. ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. მოხარული ვარ, რომ დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, ქართველ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ვისაუბროთ სოფლის განვითარების სფეროში წინსვლასა და იმ გამოწვევებზეც, რომელთა გადაჭრაც შემდგომი თანამშრომლობით, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით უნდა მოხდეს“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.

კონფერენცია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოფლის განვითარების მოდელების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძების ორგანიზატორი იყო ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია ‘მერსი ქორფსი’ (Mercy Corps), ევროპის სოფლის განვითარების LEADER ასოციაციასთან (ELARD), ‘ქეა-ავსტრიასთან’ (Care Austria), ჩეხურ ორგანიზაციასთან ‘ფიფლ ინ ნიდ’ (People in Need) და საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციასთან (GALAG) პარტნიორობით.

პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების გაძლიერება საქართველოში“ საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 3,3 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის ძირითადი მიზანია გააუმჯობესოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომის განხორციელების გზით.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევააევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე საქართველოში რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა (ბორჯომი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ქედა და ხულო), რომლებიც ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარმატებით ახორციელებენ სოფლის განვითარების პროექტებს საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში. მათი უშუალო ჩართულობით უკვე 300-მდე ინიციატივაა დაფინანსებული საქართველოს მასშტაბით. ამჟამად, დამატებით კიდევ ოთხ ახალ მუნიციპალიტეტში (ახმეტა, წალკა, წყალტუბო და მესტია) მიმდინარეობს LEADER მეთოდოლოგიის დანერგვის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნის პროცესი. გასული წლის აგვისტოში კი დაფუძნდა საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია (GALAG), რომლის მიზანია LEADER მიდგომის, როგორც ადგილობრივი განვითარების მოდელის ხელშეწყობა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების კოოპერაცია, საერთო პროექტების განხორციელება, დაგროვილი ცოდნის გაზიარება ასოციაციის წევრებს შორის და სოფლის განვითარების ადვოკატირება/ლობირება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.

27-03-2019

წყარო: Enpard

25-03-2019

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში... იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში - იენს სტოლტენბერგი

20-10-2023

STUDY OF THE UNITED STATES SUMMER INSTITUTE (SUSI) FOR STUDENT LEADERS ON CIVIC ENGAGEMENT

07-05-2019

ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა

11-04-2019

საქართველოს მაისში სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა

11-04-2019

საქართველოს მაისში სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა

25-03-2019

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში... იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში - იენს სტოლტენბერგი

20-10-2023

STUDY OF THE UNITED STATES SUMMER INSTITUTE (SUSI) FOR STUDENT LEADERS ON CIVIC ENGAGEMENT

07-05-2019

ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ