საოფისე ფართები და აპარტამენტები - რომელ უძრავ ქონებაში აბანდებენ ფულს მდიდრები
ნავიგატორი
1780


საოფისე ფართები და აპარტამენტები - რომელ უძრავ ქონებაში აბანდებენ ფულს მდიდრები

საოფისე ფართები და აპარტამენტები - ეს ის უძრავი ქონებებია, სადაც მდიდარი ადამიანები საკმაოდ სოლიდურ თანხას აბანდებენ. კიდევ რა მიმართულებებს ანიჭებენ უპირატესობას მილიონერები, ამის გასარკვევად საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანიამ Knight Frank-მა კვლევა The Wealth Report-ის მოამზადა.

კვლევა ძირითადად მილიონერების - ჰაინეტებისა (ადამიანები, რომელთა თავისუფალი კაპიტალი 30 მილიონ დოლარამდე აღწევს) და ულტრაჰაინეტების (ადამიანები, რომელთა თავისუფალი კაპიტალი 30 მილიონ დოლარს აღემატება) საინვესტიციო პრეფერენციებს ასახავს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები, როგორც ჩანს, უძრავი ქონების ბაზართან შენობით საუბრობენ და მათი ურთიერთობა სულ უფრო მჭიდრო ხდება.

დღეს მსოფლიოს სხვადასხავა რეგონის წარმომადგენელთა საინვესტიციო პორტფელი მნიშვნელოვნად განსხვავდება მის იმ ნაწილში, რომელიც მოგების მისაღებად გათვლილ აქტივებს განეკუთვნება. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის მდიდარი ადამიანების აქციები საინვესტიციო პორტფელის 35-40%-ს შეადგენს, რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში კი სულ რაღაც 16%-ს, ლათინურ ამერიკაში მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და 12%-ს შეადგენს.

ფულადი სახსრები კი ჩრდილოეთ ამერიკელების შემთხვევაში პირიქით, საინვესტიციო პორტფელის მხოლოდ 9%-ს შეადგენს, აფრიკელების შემთხვევაში -24%-ს, რუსებისა და დსთ-ს ქვეყნების მცხოვრებლების შემთხვევაში -26%-ს.

რაც შეეხება უძრავ ქონებაში ჩადებულ ინვესტიციას, რომელიც ძირითადად სახსრების შენახვისთვის არის გათვალისწინებული, ყველა რეგიონის შემთხვევაში 17-23%-ის ფარგლებში მერყეობს.

როგორც აქამდე, გასულ წელსაც ინვესტორებს შორის ყველაზე პოპულარული საოფისე სეგმენტი იყო: ამ სფეროზე შეთანხმების საერთო მოცულობის 36% ანუ 330 მილიარდი დოლარი მოვიდა. როგორც წესი მას კომერციული უძრავი ქონება მოჰყვებოდა, თუმცა 2018 წელს ის 18%-იანი მაჩვენებლით ანუ 153 მილიარდი დოლარით მესამე ადგილას აღმოჩნდა.

მას გაუსწრო საცხოვრებლისა და აპარტამენტების სეგმენტმა: 22% ანუ 202 მილიარდი დოლარი. მათ მოჰყვება სამრეწველო სასაწყობე სეგმენტი: ჯერჯერობით მისი მაჩვენებლი 15%-ს შეადგენს, რაც 140 მილიარდი დოლარია.

რაც შეეხება ულტრაჰაინეტებს, რომელზე მდიდარი ადამიანებიც დედამიწაზე უბრალოდ არ არის, უძრავ ქონებაში ინსვესტირებული სახსრები მათი ქონების 21%-ს შეადგენს. ამასთანავე, გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების 34%-მა აღნიშნა, რომ მათმა კლიენტებმა, რომლებიც ულტრაჰაინეტების რიცხვს განეკუთვვნებიან, გასულ წელს თავისი ინვესტიციები სწორედ უძრავი ქონების მიმართულებით გაზარდეს. 39%-მა კი განაცხადა, რომ ინვესტიციების გაზრდას მიმდინარე წელს გეგმავენ.

31-03-2019

წყარო: bpn.ge

27-10-2022

აკადემიური სტატიების კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

03-04-2019

ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

07-05-2019

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა

19-04-2019

დასრულდა ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის"

19-04-2019

დასრულდა ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის"

27-10-2022

აკადემიური სტატიების კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

03-04-2019

ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

07-05-2019

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ