„ვერტიკალური ფერმები“ და ხელოვნური ხორცი - როგორია სოფლის მეურნეობის მომავალი
ნავიგატორი
2206


„ვერტიკალური ფერმები“ და ხელოვნური ხორცი - როგორია სოფლის მეურნეობის მომავალი

თანამედროვე მსოფლიოში არასაკმარისი და ამოწურვადი რესურსები ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ამასთანავე, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის თანახმად 2050 წლისთვის 9 მილიარდს მიაღწევს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ ვითარებას. როგორც DW წერს, ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა მეცნიერებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საკვები პროდუქტების რაოდენობის გაზრდა და მსოფლიო მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის საკვების წარმოება.

ქეთრინ შვაიცერმა მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე სახელწოდებით Global Food Summit (საკვების გლობალურ სამიტზე) წარმოადგინა სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარი გეგმა. მისი აზრით, მოცემულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს „ვერტიკალური ფერმები“ წარმოადგენს, რაც დიდ ქალაქებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების სპეციალურ შენობებში მოყვანას გულისხმობს, რომლებშიც მრავალდონიანი „ბაღები“ განთავსდება.

მიუნხენში დაარსებულმა კომპანია Agrilution-მა წარმოადგინა პროექტი, რომლის თანახმადაც, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თითოეულ ოჯახს შეუძლია სახლის პირობებში მოიყვანოს სხვადასხვა სახის ბოსტნული და მწვანილი. ისინი აცხადებენ, რომ შედეგის მიღწევა და პროდუქტის მიღება 7-დან 32 დღემდე შუალედშია შესაძლებელი, რაც ოჯახებისათვის მოსახერხებელი და კომფორტულია.

გერმანელი მკვლევარი პეტერ ვერშტრატი წლებია მუშაობს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველური პროდუტების შეცვლას ლაბორატორიაში შექმნილი ხელოვნური ხორცით. მას სურს შექმნას პროდუქტი, რომელიც ნამდვილ ხორცთან მაქსიმალურად მიახლოვებული იქნება, როგორც ვიზუალური კუთხით, ასევე კვებითი ღირებულებით.

აღსანიშნავია, რომ ვერშტრატის პროექტს კომპანია Google აფინანსებს. თუმცა, მიუხედავად 5-წლიანი თავდაუზოგავი შრომისა, სასურველი შედეგის მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ვერშტრატი აღნიშნავს, რომ საკითხავია კიდევ რამდენ ხანს შეძლებს დედამიწა ადამიანების გამოკვებვას. კლიმატის ცვლილებამ, სხვადასხვა სახის პესტიციდების გამოყენებამ და ზოგიერთ რეგიონში არასაკმარისმა წყლის რესურსებმა გამოფიტა ნიადაგი და ის სულ უფრო ნაკლებად პროდუქტიული ხდება.

გერმანიის ერთ-ერთმა ცნობილმა ინსტიტუტმა Frauenhofer-მა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ 3.6 კვადრატული ფართობი სჭირდება იმისათვის, რომ მისთვის საკმარისი პროდუქტები მოიყვანოს. ისინი აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მისაღებად მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მართალია მეტი ენერგია დასჭირდება, მაგრამ დიდი რაოდენობით წყალს დაზოგავს და პესტიციდებსაც ნაკლებად გამოიყენებს.

Global Food Summit-ის იდეის ავტორი და ინიციატორი შტეფან ბექერ-ზონენშაინი იმედოვნებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საკვების წარმოებაში გარდამტეხ როლს შეასრულებს, იქამდე კი სამუშაო ძალიან ბევრია.

31-03-2019

წყარო: bpn.ge

06-09-2019

ლევან ვეფხვაძე ბიზნესომბუდსმენის მანდატის გაძლიერებას მიესალმება

06-06-2019

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე

27-04-2021

ინოვაციური პროგრამა

25-02-2019

12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა.

25-02-2019

12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა.

06-09-2019

ლევან ვეფხვაძე ბიზნესომბუდსმენის მანდატის გაძლიერებას მიესალმება

06-06-2019

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე

27-04-2021

ინოვაციური პროგრამა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ