|
| 1670 |
|---|
ლოს-ანჯელესში ვირტუალური ელექტროსისტემა გამოჩნდება
| კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესის ხელისუფლება ვირტუალური მზის ელექტროსისტემის შექმნას აპირებს, რომელიც ტრადიციულ ელექტროსადგურებს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ The New York Times იუწყება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვირტუალური ელექტროსადგური ტრადიციულისგან განსხვავებით, თავისთავად წარმოადგენს მზის პანელების ქსელს, რომელსაც სახლის მეურნეობაში ენერგო საცავებთან ერთად იყენებენ. მთელს ამ ქსელს მართავს კომუნალური მეურნეობა. „ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ დამოკიდებულება საწვავიდან მიღებულ ენერგიაზე. გამოვიყენებთ ხვალინდელი დღის ტექნოლოგიას და პრიორიტეტულ ყურადღებას დავუთმობთ განახლებად ენერგიას“, - ციტირებს გამოცემა ქალაქის მერის ერიკ გარსეტის სიტყვებს. მისივე თქმით, ლოს-ანჯელესის წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის დეპარტამენტი სამი ელექტროსადგურის ლიკვიდირებას მოახდენს და სისტემატიურად გადავა 100%-ით განახლებად ენერგიაზე. ვირტუალური ელექტროსადგური - ეს არის მაღალტექნოლოგიური სისტემა, ეს ელ-ენერგიას იღებს ერთდროულად რამდენიმე მწარმოებლისგან და მომხმარებლისგან, ფაქტობრივად, მართავს ქცევებს როგორც მწარმოებლის, ასევე მომხმარებლის. მწარმოებლად გვევლინებიან მზის პანელები, რომელბიც ლოს ანჟელესში ფართოდ გამოიყენება. |

08-04-2019
წყარო: bpn.ge
|
17-07-2023 EU4Youth პროგრამა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 9 პროექტს იწყებს |
|---|
|
14-03-2019 2015-2018 წლებში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა |
|
10-04-2019 ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ |
|
30-05-2019 კახეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გაიზარდა |