USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყო ტრენინგები

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყო ტრენინგების სერია რელიგიის თავისუფლების სტანდარტებზე. ჩვენი მხარდაჭერით, ასევე დაინერგა კურსი თანასწორუფლებიანობის ეფექტიანი დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეფექტური სამართალწარმოების თემებზე, რომლებიც მომდევნო თვეებში თბილისსა და რეგიონებში ჩატარდება.