ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი
ნავიგატორი
753


ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წლის ივნისში, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეექვსედ ჩატარდება.

კონკურსის მიზანი: მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

  • ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით;

  • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;

  • წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს

ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება

  • ღვინის დასახელება

  • ჩამოსხმის წელი

  • ყურძნის ჯიში/ჯიშები

  • რეგიონი/ქვეყანა

  • მოცულობა

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)

  • ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი

  • სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას (მოსავლის წელი, დასახელება და ა.შ), შეუსაბამობის შემთხვევაში ნიმუში მოიხსნება კონკურსიდან

  • ნიმუშები მოთავსებული უნდა იყოს ყუთში და ყუთს ზემოდან უნდა ეწეროს კომპანიის დასახელება

  • კომპანიას მაქსიმუმ შეუძლია წარადგინოს 10 სახეობის ღვინის ნიმუში, 10ზე მეტი არ დაიშვება

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gwa.ge, 2022 წლის 20 მაისამდე.

ნიმუშების მიღება:

პერიოდი: 16-20 მაისი;  13:00 -დან 17:00 საათამდე;

მის: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი– მთაწმინდის ქ. 12, 0108, თბილისი.

საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2022 წლის 20 მაისი.

*ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“

მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006

დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.

*საგადახდო დავალება უნდა ატვირთოთ რეგისტრაციის დროს.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.

შენიშვნა:

საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.

*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.

 


 

წყარო: ასოციაცია ქართული ღვინო

27-04-2022

წყარო: ასოციაცია ქართული ღვინო

24-06-2019

DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები

01-03-2023

ტყე ჩემი მეგობარია: კონკურსი საუკეთესო სცენარისთვის

20-02-2019

24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება

06-02-2024

Call for application to join the Women’s Entrepreneurship EXPO mentorship programme 2024

06-02-2024

Call for application to join the Women’s Entrepreneurship EXPO mentorship programme 2024

24-06-2019

DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები

01-03-2023

ტყე ჩემი მეგობარია: კონკურსი საუკეთესო სცენარისთვის

20-02-2019

24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ