11 აპრილიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობის ზოლი იცვლება
ნავიგატორი
2409


11 აპრილიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობის ზოლი იცვლება

ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, დღის ბოლომდე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება. 

„ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. თავდაპირველად, სატრანსპორტო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილზე აღდგება. შემდეგ უკვე გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელსაც ასევე მოვაწესრიგებთ. რაც  ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ხარისხია, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ზოგადად, ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომ იმ პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ, ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. სხვანაირად შეუძლებელია და თანხის წყალში გადაყრა გამოგვივა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან   2 394 434 ლარი დაიხარჯება.

10-04-2019

წყარო: imedinews.ge

04-03-2019

ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა

09-02-2023

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა

17-07-2023

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს

05-03-2019

საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

05-03-2019

საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

04-03-2019

ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა

09-02-2023

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა

17-07-2023

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ