ნათია თურნავამ ევროკავშირის დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ნავიგატორი
1625


ნათია თურნავამ ევროკავშირის დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოში პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრო.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ ხორციელდება, დაეხმარება საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესში.

მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვა და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება მიმართულია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბერაზაციისა და ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. მისი თქმით, ენერგიის მიწოდების ხარისხი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმთავრეს ელემენტს, ჭკვიანი აღრიცხვა კი ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ენერგეტიკული მოთხოვნილებების უკეთ დაგეგმვას.

პროექტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ასევე დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, აგრეთვე საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის სექტორისა და საქართველოში აკრედიტებული უცხოური დიპლომატიური მისიების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ პროექტის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) შესაძლებლობების გაძლიერება მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი რეგულირების სტრატეგიის შემუშავების კუთხით. აღნიშნული პროექტი 21 თვიან პერიოდს მოიცავს. მისი ბიუჯეტი 1 200 000 ევროს შეადგენს და ითვალისწინებს ავსტრიელი, ფრანგი და ბერძენი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან.

11-04-2019

წყარო: pia.ge

25-06-2019

ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

29-05-2019

მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს

03-06-2019

გერმანიაში სატვირთო მანქანის ათობით ათასი მძღოლის დეფიციტია

26-01-2023

EBRD საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიურ ჰაბებს ხსნის

26-01-2023

EBRD საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიურ ჰაბებს ხსნის

25-06-2019

ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

29-05-2019

მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს

03-06-2019

გერმანიაში სატვირთო მანქანის ათობით ათასი მძღოლის დეფიციტია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ